ვინ არის საქართველოში ყველზე მდიდარი ქალი? - Forbes Georgia-ს შედგენილ 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში 12 ქალბატონი მოხვდა
Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში ქალების წილი საკმაოდ მცირეა - ასეულში მხოლოდ 12 ქალბატონი მოხვდა. თუმცა, მათი გავლენა ისეთ სტრატეგიულ სფეროებზე, როგორიცაა ნავთობტერმინალები, მშენებლობა, რითეილი და განათლება, შთამბეჭდავია.
ქალბატონების სიას ყველასათვის ცნობილი სახე, მაკა ასათიანი ხსნის, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.

სიაში ყველაზე ასაკოვანი წევრი 90 წლის ლაურა ლარიონია, ხატია გოგლიძე კი ერთადერთი რეიტინგში, რომლის მილიონების წყაროდაც განათლების სფეროა მითითებული.
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები?
- მე-12 ადგილი - მაკა ასათიანი - 806,56 მლ. ლარი მაკა ასათიანი და მისი ოჯახი ფლობენ "მერსედეს-ბენც ჯორჯიას“. გარდა ავტოინდუსტრიისა, ის მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკაშიც - კომპანია "თრეიდ სთოუნ იბერიას“ მეშვეობით ის ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია.
- 22-ე ადგილი ნანა აროშიძე - 496,37 მლ. ლარი
ის ქალებს შორის მეორე ადგილზეა და სამშენებლო გიგანტის, "ანაგის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს დაარსდა, დღეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია.
- 47-ე ადგილს იკავებს დალი ურუშაძე - მისი ქონება 242,99 მლ. ლარად არის შეფასებულიდალი ურუშაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესის“ სრული მფლობელია. მისი ბიზნესი 56 ფილიალს აერთიანებს და ფინანსურ სექტორში ქალების მიერ მართული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.