"ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი" - თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა ვაშინგტონში, გლობალურ სამიტზე - სრული ვიდეო - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი" - თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა ვაშინგტონში, გლობალურ სამიტზე - სრული ვიდეო

თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის, მე­ლა­ნია ტრამ­პის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სა­მი­ტის "ერ­თად უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის" სა­მუ­შაო სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­მა აშშ-ის პირ­ველ ლე­დის მას­პინ­ძლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ლა­ნია ტრამპმა შეძ­ლო დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტი გლო­ბა­ლურ მოძ­რა­ო­ბად ექ­ცია."პირ­ველ რიგ­ში, მსურს გუ­ლი­თა­დი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი მას­პინ­ძლის, ქალ­ბა­ტონ მე­ლა­ნია ტრამ­პის მი­მართ. ის­ტო­რია და­გი­მახ­სოვ­რებთ, რომ სწო­რედ თქვენ შე­მო­იკ­რი­ბეთ 45 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერთ მა­გი­დას­თან და დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტი გლო­ბა­ლურ მოძ­რა­ო­ბად აქ­ცი­ეთ.

მე წარ­მო­ვად­გენ ერს, რომ­ლის ის­ტო­რია სამ ათას­წლე­ულ­ზე მეტს ით­ვლის. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნად მარ­თავ­და თა­მარ მეფე - პირ­ვე­ლი ქალი მო­ნარ­ქი, რო­მე­ლიც მე­ფედ იწო­დე­ბო­და. მას მტკი­ცედ სწამ­და, რომ მმარ­თვე­ლის სი­დი­ა­დე იმით იზო­მე­ბა, თუ რო­გორ იცავს იგი მათ, ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ებს მფარ­ვე­ლო­ბას. ჩემ­თვის, რო­გორც პირ­ვე­ლი ლე­დის­თვის, მისი სა­ხე­ლის ტა­რე­ბა და ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის მემ­კვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ერ­თდრო­უ­ლად უდი­დე­სი პრი­ვი­ლე­გია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

დღეს ჩვენ ერთი სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­ერ­თი­ა­ნებს - ჩვე­ნი შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და მათი მო­მა­ვა­ლი. რო­გორც პირ­ვე­ლი ლედი, მე მთე­ლი გუ­ლით ვემ­სა­ხუ­რე­ბი ამ მი­სი­ას და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მოგ­მარ­თავთ რო­გორც ოთხი შვი­ლის დედა, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კარ­გად ეს­მის და გა­ნიც­დის ბავ­შვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვის უწყვეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

ყვე­ლა მშობ­ლის­თვის ნაც­ნო­ბია ის ჩუმი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მელ­საც გუ­ლით ვა­ტა­რებთ: სურ­ვი­ლი, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი საფრ­თხის­გან. ამავდრო­უ­ლად, მივ­ცეთ მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა - გა­ი­ზარ­დონ, შე­ი­მეც­ნონ და ისარ­გებ­ლონ სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ეპო­ქის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ამ ბა­ლან­სის პოვ­ნა მარ­ტი­ვი არ არის, ეს ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ჩუმი, უხი­ლა­ვი, თუმ­ცა ძალ­ზე რე­ა­ლუ­რი საზ­რუ­ნა­ვი, რო­მელ­საც იზი­ა­რებს ყვე­ლა ოჯა­ხი მთელ მსოფ­ლი­ო­ში", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­მა.

რო­გორც თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, მი­ღე­ბუ­ლი უნდა იყოს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, არა მხო­ლოდ გან­ვი­თარ­დნენ და შექ­მნან ინო­ვა­ცი­ე­ბი, არა­მედ დარ­ჩნენ ღია, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ახლო კავ­შირ­ში გარე სამ­ყა­როს­თან.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის. ჩვე­ნი ვა­ლია, ორი­ვე მათ­გა­ნი უზ­რუნ­ველ­ვყოთ. სწო­რედ ამი­ტომ აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ისეთ მიდ­გო­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს შვი­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, არა მხო­ლოდ გან­ვი­თარ­დნენ და შექ­მნან ინო­ვა­ცი­ე­ბი, არა­მედ დარ­ჩნენ ღია, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ახლო კავ­შირ­ში გარე სამ­ყა­როს­თან, ჰქონ­დეთ თა­მა­ში­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა მო­მა­ვალ­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლებ­მა შე­ა­ბი­ჯონ.

სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს დგამს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის გზა­ზე. ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მიდ­გო­მა „შუა გზის" პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. ეს არის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ბა­ლან­სე­ბას ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის, ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბავ­შვთა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას­თან", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­მა.

თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბაია კვი­ცი­ა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ლაშ­ხი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ლე­დიმ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნებ­თან მოკ­ლე შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რა”, - ნათ­ქვა­მია პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.