"როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს" - რას აცხადებს დეკანოზი გიორგი ჯამდელიანი?
ალოგიკური იქნებოდა ანდერძი არსებობდეს, იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეშივე გააცხადა [ანდერძი] - 9 წლის წინ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო , - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა "პალიტრანიუსის” გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ პატრიარქის ანდერძზე საუბრისას განაცხადა.
მეუფე გიორგის თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს პატრიარქის ანდერძის საკითხიც, რომლის დროსაც მღდველმთავრებმა დაამოწმეს, რომ სეიფში არ დევს ანდერძი და არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ.
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისმა უწმინდესობამ 9 წლის წინ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი შიო. ახლა სინოდზე სინოდმა ფაქტობრივად დაამტკიცა მისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობა. სინოდის სხდომაზე არ იქნებოდა საუბარი, იყო ანდერძი დატოვებული თუ არა? უხუცესმა მღვდელმთავარმა ამის შესახებ იკითხა. საპატრიარქო სეიფში იდება ხოლმე, თუ ეს ანდერძი არსებობს. ალოგიკური იქნებოდა ანდერძი რომ არსებობდეს იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეშივე გამოაცხადა. სეიფები სიცოცხლეშივე იქნა დალუქული მისი უწმინდესობის თანდასწრებით და ესწრებოდნენ სინოდის წევრებიც. უხუცესმა მღვდელმთავარმა როცა იკითხა, სეიფში დევს თუ არა ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ სეიფში არ დევს ანდერძი. არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ“, - განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა. ვრცლად