"თავისი ხელით რუსთაველზე მოწყალებას გასცემდა" - რას იხსენებს დიდი ბაბუის შესახებ რატი ამაღლობელი? - კვირის პალიტრა

"თავისი ხელით რუსთაველზე მოწყალებას გასცემდა" - რას იხსენებს დიდი ბაბუის შესახებ რატი ამაღლობელი?

ამ დღე­ებ­ში XX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე სა­ქარ­თვე­ლოს 8 კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი არა­ერ­თხელ გა­იხ­სე­ნეს, პატ­რი­არ­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ო­ნის ტა­ძარ­ში არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1932–1952 წლებ­ში იყო.

კა­ლის­ტრა­ტე ერის­კა­ცო­ბა­ში ბი­ჭი­კო მი­ხე­ი­ლის ძე ცინ­ცა­ძე გახ­ლდათ. ის 1866 წლის 24 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ტო­ბა­ნი­ერ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) და­ი­ბა­და და 1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა.სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რა­ცხა.

სა­ნამ მის გან­ვლილ გზას უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­ვიხ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე მისი შვილ­თაშ­ვი­ლის, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის, რატი ამაღ­ლო­ბე­ლის ჩემ­თვის მო­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს ეპი­ზო­დე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­დაც დიდ ბა­ბუ­ა­ზე სა­უბ­რობს.როცა დიდი ბა­ბუა პატ­რი­არ­ქია...რატი ამაღ­ლო­ბე­ლი:

- რაც თავი მახ­სოვს, ჩვენ­თან სახ­ლში, მნიშ­ვნე­ლო­ვან კუ­თხე­ში სულ იყო გა­მო­ფე­ნი­ლი ძა­ლი­ან სათ­ნო კა­ცის ერთი ფოტო (ბუ­ნებ­რი­ვია, ახ­ლაც არის). ეს იყო ჩემი დიდი ბა­ბუა (დე­დის მხრი­დან) კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე. ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე ტი­პის ეკ­ლე­სი­უ­რი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. უბ­რა­ლოდ, საბ­ჭო­თა დროს რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებს ვი­ცავ­დით. ჩვენ­თვის შობა, აღ­დგო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი იყო. ეკ­ლე­სი­ა­ში მა­შინ დავ­დი­ო­დით, როცა იქ თით­ქმის არა­ვინ და­დი­ო­და (ბავ­შვო­ბა­ში არ მი­ნა­ხავს გა­დავ­სე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბი). ეს რა­ღაც ტრა­დი­ცი­ის, კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ლის­ტრა­ტეს უკავ­შირ­დე­ბო­და. ვრცლად