რა არის ცნობილი თაუ და ლიზა ბაგრატიონებზე? - სამეფო გვარის დების საინტერესო ცხოვრება - კვირის პალიტრა

რა არის ცნობილი თაუ და ლიზა ბაგრატიონებზე? - სამეფო გვარის დების საინტერესო ცხოვრება

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი - სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ სცე­ნას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ამას­თა­ნა­ვე მისი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლით არის სავ­სე. რაც არა მხო­ლოდ მის პრო­ფე­სი­ულ, არა­მედ პი­რად ცხოვ­რე­ბას, დედ­მა­მიშ­ვილს და ცნო­ბილ ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა.

სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლის წი­ნაპ­რებს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვათ თა­ვი­ანთ გა­რე­მოც­ვა­ში.

მისი ცხოვ­რე­ბა ერთი მხრივ, მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი ჩანს, რად­გან არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობს თა­ვად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და ღიად სკან­და­ლებ­შიც არ ეხ­ვე­ვა, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, მისი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ ბო­ბო­ქა­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე მის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს შე­ე­ხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს მის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­შიც სამი გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­მა­კა­ცი ფი­გუ­რი­რებს…

liza-bagrationi-47203-1774417849.jpg

"ბა­ბუ­ას მამა თა­ვა­დი კონ­სტან­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი გახ­ლდათ, დედა - თა­ვა­დიშ­ვი­ლი ოლღა ამი­რე­ჯი­ბი. მხო­ლოდ მათი ფო­ტო­ე­ბი შე­მომ­რჩა. შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, თუ რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ. ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­დნენ და გარ­შე­მომ­ყოფ­ნი მხო­ლოდ თა­ვა­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო არ სცემ­დნენ პა­ტივს.

ისი­ნი მთე­ლი სოფ­ლის იმე­დი და პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ. ვინ­მეს თუ უჭირ­და, იცოდ­ნენ, რომ იმა­ვე სო­ფელ­ში ოლღა ამი­რე­ჯი­ბი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ფუ­ლით, პრო­დუქ­ტი­თა თუ უბ­რა­ლო და­რი­გე­ბით და­ეხ­მა­რე­ბო­და. ბა­ბუ­აც ასე იყო, აზრს ყვე­ლა მას ეკი­თხე­ბო­და. ერთი ვაჟი და სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლიყ­ვნენ", - ამ­ბობ­და ლიზა ჟურ­ნალ "ბო­მონდთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ბა­ბუ­ა­ჩემ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა რომ აირ­ჩია, დიდი ბა­ბუა კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და. მსა­ხი­ო­ბე­ბი გამ­რთო­ბე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ და ბაგ­რა­ტი­ონს არ ეკად­რე­ბო­და. მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის დღეს ოპე­რის თე­ატ­რში უჩუმ­რად მი­ვი­და. ბა­ბუ­ას დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა, - დიდი ოვა­ცია და­იმ­სა­ხუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას­თან ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მი­ვი­და და უთხრა: კუ­ლი­სებ­თან ვი­ღაც მა­მა­კა­ცი გე­ლო­დე­ბაო. მა­მა­მი­სი აღ­მოჩ­ნდა. გაკ­ვირ­ვე­ბით უკი­თხავს: მამა, რა­ტომ არ გა­მაფრ­თხი­ლეო. რა­ღაც რომ არ გა­მოგ­სვლო­და, უნდა გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვიო - უთ­ქვამს... შემ­დეგ კი გზა და­უ­ლო­ცია.

განაგრძეთ კითხვა