“ხატი მაჩვენა. აბა, თუ იცი ეს რა არისო?.. “ - გია ბურჯანაძის ემოციური მოგონებები პატრიარქზე
მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელსაც მეგობრობა აკავშირებდა პატრიარქთან, უწმინდესს ემოციურად იხსენებს რუსთავი 2-ის შუადღის ეთერში:
ახალი მისული ვარ თეატრში, 81 წელია და ხშირად ესწრებოდა სპექტაკლებს. უცბად გავიგებდით, რომ პატრიარქია მოსული და მერე შემოვიდოდა ხოლმე ჩვენთან ფოიეში, გვესაუბრებოდა. ჰოდა, პირველად რომ მოვიდა, მაშინ არ იცოდნენ ჩვენებმა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და მე ვუთხარი, არ დაუწყოთ ახლა ხვევნა, გადახვევა, ხელზე უნდა ეამბოროთ-მეთქი და ბატონო ილია არ უთხრათ, უწმინდესობა - აი, ასე უნდა მიმართოთ-მეთქი. და ერთი ჩვენი ძალიან ნიჭიერი მსახიობი ქალი ისე აღელდა და ჩემო უწმინდესო, ჩემო ულამაზესო და უსაყვარლესოო უთხრა. აუტყდა სიცილი პატრიარქს., ჩაიხუტა ყველა გულში, გვეფერა... მე ვუთხარი, არა ვართ-მეთქი ცოდვაში ახლა ჩვენი არტისტები? რანაირად ხართო თქვენო ცოდვაშიო, საქვეყნო საქმეს ემსახურებითო, ხალხს ემსახურებითო, როგორ შეიძლება თქვენ ცოდვაში იყოთო.

მანამდე იყო ეგეთი დამოკიდებულება, რომ არტისტებს ეკლესიის ახლოსაც არ აკარებდნენ... ძალიან ტაქტიანი კაცი იყო, ისეთს არაფერს არ გეტყოდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინე.