5 რამ, რაც სამაგისტრო პროგრამის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ - კვირის პალიტრა

5 რამ, რაც სამაგისტრო პროგრამის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

პროფესიული საქმიანობის დასაწყებად სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება შესაძლოა მთავარი მოთხოვნა არ იყოს, (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ რეგულირებული პროფესია არ გვაქვს არჩეული, მაგალითად, იურისტი, ექიმი), თუმცა ის გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ კონკრეტული სფერო, დავხელოვნდეთ კვლევაში, შევიძინოთ ახალი კონტაქტები და უკეთ მოვერგოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებში.

ცხადია, ამ მიზნით, პროგრამა დაფუძნებული უნდა იყოს სწავლის თანამედროვე მეთოდებზე, რაც ითვალისწინებს პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკით გამყარებულ თეორიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

1-1774428632.jpg

საქართველოში თითქმის ყველა წამყვანი უნივერსიტეტი გვთავაზობს, ისეთ მოთხოვნად სამაგისტრო პროგრამებს, როგორიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, მენეჯმენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), სტრატეგიული კომუნიკაცია. თუ გაინტერესებთ, როგორ შეარჩიოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული სამაგისტრო პროგრამა, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა შესაძლებლობებია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. წარმოგიდგენთ 5 რეკომენდაციას:

1. პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა

აკადემიურ საფეხურებზე პრაქტიკული ცოდნის მიღების გარეშე პროფესიონალად ჩამოყალიბება დღეს თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, უმაღლეს აკადემიური განათლების პროგრამებზე აღნიშნული კომპონენტი წამყვან როლს ასრულებს.

მიზანშეწონილია, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რეალურ გარემოში გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას და შეისწავლონ სიახლეები თავიანთ პროფესიაში, რათა სამუშაო ბაზარზე უკვე კვალიფიციურ პროფესიონალებად წარდგნენ ან დასაქმდნენ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე.

2. პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალი

პროგრამის შედგენაში ჩართული პრაქტიკოსი ლექტორები ეხმარებიან სტუდენტებს პროფესიული განვითარების გაუმჯობესებაში და რაც მთავარია, მუდმივად აახლებენ სასწავლო თემატიკას თუ სწავლების მეთოდებს მიმდინარე ტენდენციების მიხედვით.

შესაბამისად, პროგრამაზე განაცხადის შეტანამდე რეკომენდებულია, გავეცნოთ რა პრაქტიკულ შესაძლებლობებს გვთავაზობს უნივერსიტეტი და ვინ არის მისი აკადემიური პერსონალი. ხშირად, ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს ლექტორები თავადვე უწევენ რეკომენდაციას საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში დასაქმებისთვის.

3. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა

აკადემიური განათლება სტუდენტს საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის უნდა ამზადებდეს, რისი კომპონენტიც გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაა.

როდესაც უნივერსიტეტი საქართველოში სწავლისას გვთავაზობს უცხოურ ავტორიტეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის საშუალებას, ვფიქრობ, ნამდვილად ხელსაყრელია საერთაშორისო განათლების გასაზიარებლად და უფრო მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად, ასევე, ბიზნეს წრეებისა თუ სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი კონტაქტების გასაფართოებლად.

2-1774428694.jpg

ამ მხრივ, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში (მაგალითად, Erasmus+) საინტერესო ალტერნატივებს გვთავაზობს, რაც ერთი ან რამდენიმე სემესტრით უცხოეთში სწავლის გაგრძელების გარდა, საშუალებას იძლევა ჩავერთოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, შევიძინოთ პიროვნული თუ პროფესიული ტრანსფორმაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, გავიძლიეროთ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებით-ანალიტიკური მიდგომები და რბილი უნარები, რაც უწყობს ხელს სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოში მოქნილობის გამოვლენასა და ადვილად ადაპტირებას.

4. კომპლექსური ცოდნის მიღების შესაძლებლობა

თანამედროვე სამაგისტრო პროგრამები ერთი მხრივ, ორიენტირებულია, სტუდენტებს კონკრეტულ პროფესიაში გაუღრმაოს ცოდნა და მეორე მხრივ, ფართო აკადემიური შესაძლებლობები მისცეს. დღესდღეობით, კომუნიკაციის სფერო ბიზნესის მდგრადი განვითარების, სახელმწიფოთა შორის კავშირების დარეგულირებისა თუ ყოველდღიურ საქმიანობაში ურთიერთობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა.

ამ მიმართულებით ცოდნის მისაღებად გამოვარჩევდით სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სტუდენტს ეხმარება, ჩამოყალიბდეს გრძელვადიან ხედვაზე ორიენტირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალად სტრატეგიული აზროვნების, ლიდერობისა და პასუხისმგებლობის კომპეტენციით. პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი სტუდენტს საშუალებას აძლევს, გაიმყაროს PR და მარკეტინგის მენეჯერის და ზოგადად, კომუნიკაციის მომიჯნავე სხვა სფეროებისთვის საჭირო უნარები. ასევე, მიიღოს ფართო პროფილის ცოდნა და განვითარდეს კვლევით-შემოქმედითი მიმართულებით და აიმაღლოს აკადემიური პოტენციალი.

“ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ღირებული უპირატესობაა კვლევასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული კურიკულუმი. სტრუქტურა ლოგიკურად აგებულია დარგობრივ კომპეტენციასთან ერთად ლიდერული თვისებებისა და ზოგად ტრანსფერული უნარების გასაძლიერებლად. ის მოიცავს აკადემიურ დონეზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას (40% ) დამოუკიდებელ მუშაობას (20% )და პრაქტიკული გამოცდილების ამაღლებას - (40%). ინტერაქციულ ფორმატში, სწავლების უახლესი მიდგომების მეშვეობით, სტუდენტს აქვს ფართო სპექტრის განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა“, - განმარტავს ალტერბრიჯის პროფესორი, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, მაკო ჯაოშვილი.

3-1774428778.jpg

5. პროფესიული ნეთვორქინგი

წარმატებული კარიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძლიერ პროფესიულ კავშირებს. სწორედ ამიტომ, ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამა აქტიურად უწყობს ხელს პროფესიულ ნეთვორქინგს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაამყაროთ საინტერესო კომუნიკაცია და შექმნათ ახალი კონტაქტები:

  • პოტენციურ დამსაქმებლებთან: პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები, ვორქშოფები და სტაჟირების შესაძლებლობები საშუალებას მოგცემთ, უშუალო კავშირი დაამყაროთ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან და გაეცნოთ დასაქმების პერსპექტივებს.
  • ბრენდის სტრატეგებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან: ლექციებსა და სემინარებს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ინსაითებს და დაგეხმარებიან სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში. ეს უშუალო კავშირი ფასდაუდებელია თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში განიხილება, როგორც თანამედროვე შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მრავალმხრივი მიმართულება. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვისა და მართვისთვის.

პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, სტუდენტებს ამზადებს სხვადასხვა პროფესიული როლისათვის. კურსდამთავრებულები ხშირად იწყებენ კარიერას კომუნიკაციის სპეციალისტის, ბრენდის სტრატეგის, სოციალური მედიის მენეჯერის ან PR მენეჯერის მიმართულებით.

დროთა განმავლობაში, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, შესაძლებელია პროფესიული ზრდა და უფრო სტრატეგიულ პოზიციებზე გადასვლა. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტები უკვე მონაწილეობენ ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში, ბრენდის პოზიციონირებასა და კრიზისული კომუნიკაციის მართვაში.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების შესაძლებლობები არ შემოიფარგლება მხოლოდ კერძო სექტორით. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებში, სადაც კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი პროცესების მართვაში.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, კრეატიულობასა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა არა მხოლოდ კონკრეტული პროფესიის დაუფლებას, არამედ ფართო კომპეტენციების განვითარებასაც უზრუნველყოფს.

4-1774428799.jpg

ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა არის ინვესტიცია თქვენს მომავალში.

როგორ ხდება სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა?

როგორც აღვნიშნეთ, უცხოურ და ქართულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად განსხვავებული მოთხოვნები არსებობს. ქართულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ეს ძირითადი საფეხურები უნდა გაიაროთ:

  • რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდებზე;
  • საჭირო დოკუმენტები;
  • გამოცდები/გასაუბრება;
  • ჩარიცხვის პროცესი.

მაგისტრატურაზე ჩაბარება რამდენიმე ეტაპიანი პროცესია და მნიშვნელოვანია, ყველა ეტაპზე სრულყოფილად წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტები და წარმატებით გაიაროთ შიდა გასაუბრების/გამოცდის ეტაპი.

ვფიქრობთ, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ჩვენი რეკომენდაციები აუცილებლად დაგეხმარებათ პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის შესაფერისი პროგრამის შესარჩევად.

R