სამი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მილიონერი - ექსმინისტრის ვაჟი, კლინიკის მმართველი და უძრავი ქონების მაგნატი
Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, სამი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერია. მე-19 ადგილზე გიორგი დიასამიძე მოხვდა. 27 წლის ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 600,03 მილიონი ლარია. 95-ე ადგილზე გასული დავით ხეჩიკაშვილი კი სიაში ახალგაზრდაა, 25 წლის. სიაში ვხვდებით კიდევ ერთ 25 წლის მილიონერს, დიმიტრი ნიშნიანიძეს, ის 37-ე ადგილს იკავებს 324,52 მილიონით.
გიორგი დიასამიძე
საპატიო ოცეულის, მე-19 ადგილოსნისთვის ციფრები მხოლოდ „სპორტული ინტერესი“ არ არის. გიორგი იმ ისტორიული მემკვიდრეობის გამგრძელებელია, რომელიც ბაბუამ, ლეგენდარულმა აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ დატოვა.

18 წლის ასაკში დაწყებული დიდი პასუხისმგებლობა
გიორგი დიასამიძემ „თოდუას კლინიკის“ მართვა 2017 წელს, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა. მაშინ, როცა მისი თანატოლები მხოლოდ სტუდენტური ცხოვრებით იყვნენ დაკავებულნი, მას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის ბედი და ასეულობით თანამშრომლის მომავალი მიანდეს.