აშშ-ის 15 პირობა ომის შესაჩერებლად, ირანის საპასუხო მოთხოვნები და ისრაელის ინტერესი ომის გასაგრძელებლად
აშშ-ის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვესაუბრებით სწორ ადამიანებს და მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ის, რომ ამ საიდუმლო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებულნი არიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომლებიც ომის დაწყებამდე აწარმოებდნენ ღია მოლაპარაკებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრპ აბას არაქჩისთან, შემთხვევითი არ არის, რადგან თეირანში თვლიან, რომ უიტკოფსაც და კუშნერსაც ვაშინგტონიდან მითითებით დრო გაჰყავდათ, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებით, იმისთვის, რომ ისრაელი და აშშ უკეთ მომზადებულიყვნენ ირანზე თავდასასხმელად.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს კი აიათოლების ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსალაპარაკებლად ბევრად უფრო მისაღებ, მაღალი დონის პოლიტიკოსად მიიჩნევს, თუნდაც იმიტომ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არ იზიარებდა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას - ირანზე ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი შეტევების დაწყებას…
ისრაელის ტელევიზიის, Channel 12-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ომის დასასრულებლად 15 პირობა წაუყენა:
1. ჰორმუზის სრუტის, როგორც „თავისუფალი საზღვაო ზონის“, ღიაობის შენარჩუნება;
2. რაკეტების პროგრამის შეზღუდვა, რაოდენობისა და მოქმედების დიაპაზონის თვალსაზრისით;
3. რაკეტების მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოყენების შეზღუდვა;
4. უკვე დაგროვილი ბირთვული პოტენციალის დემონტაჟი;
5. ბირთვული იარაღის შეძენის ნებისმიერ ამბიციაზე უარის თქმა;
6. ირანის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გამდიდრების აკრძალვა;
7. ყველა გამდიდრებული მასალის გადაცემა ატომური ენერგიის სააგენტოსთვის, მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
8. ნატანცში, ისპაჰანსა და ფორდოუში ბირთვული ობიექტების განადგურება;
9. გამჭვირვალობა და IAEA-ის კონტროლი ირანში მიმდინარე მოვლენებზე;
10. რეგიონში შეიარაღებული მარიონეტული ჯგუფების გამოყენების სტრატეგიის მიტოვება;
11. შეწყდეს მარიონეტული დაჯგუფებების დაფინანსება და შეიარაღება ახლო აღმოსავლეთში;
ასევე დაგაინტერესებთ: პირველად ავიაციის ისტორიაში - რუსული „ალიგატორი“ უკრაინულმა დრონმა ჩამოაგდო
ტრამპს ქართველის თვითმფრინავის იმედიც გაუჩნდა ირანული „შაჰიდების“ მოსაგერიებლად
ქართულმა ჭაჭამ ამერიკელ გენერალს უკრაინის ომში კონტუზია მიაღებინა
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ ირანს ჰპირდება:
1. ყველა სანქციის გაუქმებას;
2. ამერიკულ დახმარებას ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროგრამის (ელექტროენერგიის გამომუშავება) ხელშეწყობასა და განვითარებაში;
3. სანქციების ხელახალი დაწესების საფრთხის გაუქმებას.
მაგრამ ეს ამერიკული მოთხოვნებიც, დიდი ალბათობით, უიტკოფისა და კუშნერის შემუშავებულია და ასეც რომ არ იყოს, თეირანი ასეთ დათმობებზე არ წავა...
უფრო მეტიც, თეირანიდან აცხადებენ, რომ... აშშ თავის თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან ირანის ხელისუფლება ამაში არ მონაწილეობსო!
ირანი მხოლოდ მაშინ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, თუკი მას მოუხსნიან ყველა სანქციას და გადაუხდიან მრავალმილიარდიან კომპენსაციას იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც მას ისრაელ-აშშ-ის თითქმის ერთთვიანმა ინტენსიურმა დაბომბვებმა მიაყენეს...
ამ ომის მესამე მხარეს -ისრაელს კი თავის სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებს და არანაირად არ აწყობს ამ ომის მალე დამთავრება, რადგან ისრაელი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ის დრო, სანამ აშშ ომშია ჩართული და ერთობლივი ძალებით გააგრძელონ ირანისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება...