“ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი „ხულიგანია“ - გურამ მაჭარაშვილი
ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი „ხულიგანია“ - მას სურდა, ალბათ, თავისი პატრონების დავალებით, რომ პოლიტპატიმრობის მანტია მოერგო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ხოშტარია ციხეში საკუთარი სურვილით წავიდა და პოლიტპატიმრობის მანტიის მორგების საკითხი თავიდანვე განწირული იყო“.
„საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს - ვინ არის გმირი, ვინ არის ანტიგმირი, ვის სურს საქართველოსთვის სიკეთე და ვის სურს ბოროტება. მათ, მათ შორის, ხოშტარიას, სურდათ, ვითომ, პოლიტპატიმრობის მანტია [მოერგოთ], როცა საპყრობილეში თავისი ნებით წავიდნენ. როდესაც გირაოს არ იხდი ე.ი. მიზანი გაქვს, მოხვდე საპყრობილეში. სხვა საკითხია, ეს არის უცხოეთიდან, თუ შენი ნებით. ალბათ, უფრო უცხოეთიდან იყო, უთხრეს, საპყრობილეში შედი და იქიდან ჩვენ პოლიტპატიმრობის მანტიას გამოგიგზავნით, რაც, რა თქმა უნდა, ვერ შედგებოდა.“