ლეგენდარული ბენქსის ვინაობა ცნობილია: ბიჭი საშუალო ფენიდან, რომელმაც გრაფიტი “პარტიზანულ ომად“ აქცია - რას წერენ მასზე? - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ბენქსის ვინაობა ცნობილია: ბიჭი საშუალო ფენიდან, რომელმაც გრაფიტი “პარტიზანულ ომად“ აქცია - რას წერენ მასზე?

ის ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და იდუ­მა­ლი ფი­გუ­რაა - ბენ­ქსის გრა­ფი­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბი აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ასო­ბით ათას დო­ლა­რად იყი­დე­ბა. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში, ისე ცნო­ბილ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად გლო­ბა­ლუ­რი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, ბენ­ქსის ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ით­ვლე­ბო­და, რომ მისი იდენ­ტო­ბა მხო­ლოდ ვიწ­რო წრის­თვის იყო ცნო­ბი­ლი.

თუმ­ცა, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის Mail on Sunday-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს, რომ ბენ­ქსის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი რო­ბინ გა­ნინ­გე­მია.

unconfirmed216339-ezgifcom-webp-to-jpg-converter-53477-1774427354.jpg

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ნინ­გე­მის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა ემ­თხვე­ვა იმ პე­რი­ო­დებ­სა და ად­გი­ლებს, სა­დაც ბენ­ქსის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩნდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვად მხატ­ვარს ამ დრომ­დე არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბა.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, გა­ნინ­გე­მი 34 წლი­საა და გა­ნათ­ლე­ბა ბრის­ტო­ლის სა­კა­თედ­რო სკო­ლა­ში მი­ი­ღო.

განაგრძეთ კითხვა