“ ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა...“ - მეუფე შიოს ქადაგებიდან - კვირის პალიტრა

“ ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა...“ - მეუფე შიოს ქადაგებიდან

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი - ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ, ღვთის შეწევნით, შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ისაუბრა პატრიარქის პატივის მისაგებად მისულ ადამიანებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა“.

„აი, ეს დღეები, ძვირფასო ძმებო და დებო, უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერო ნუგეშიც და სიხარულიც. აი, ჩვენ ველოდით, რა შეიძლება, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი და ღმერთს მადლობას უხდის. ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს...

განაგრძეთ კითხვა