“ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს პატრიარქის არჩევის პროცესში, ეს არის წმინდა სინოდის საქმე, ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს ოპონენტებზე“ - პრემიერი - კვირის პალიტრა

“ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს პატრიარქის არჩევის პროცესში, ეს არის წმინდა სინოდის საქმე, ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს ოპონენტებზე“ - პრემიერი

პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან, აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს და არც ერევა პროცესში, რასაც ვერ იტყოდა ოპონენტებზე.

პრემიერის თქმით, ის "რიტორიკულად მოუწოდებს" ყველას, "მაქსიმალურად თავი აარიდონ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება".

"რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ [პატრიარქის არჩევის] პროცესში. ეს არის თავიდან ბოლომდე წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება.თქვენ ხედავთ, რომ ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს ოპონენტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იმავეს მათ წარმომადგენლებზე - ე.წ. ექსპერტებზე "ენჯეოებზე" , რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია, რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე, რაც ბუნებრივია, მათ დამოკიდებულებას აჩვენებს, კიდევ ერთხელ, ეკლესიის მიმართ.

განაგრძეთ კითხვა