ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს - კვირის პალიტრა

ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ლენინგრადის ოლქში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, კირიშინეფტეორგსინტეზის ქარხანაზე განხორციელდა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ცნობით, ოლქის თავზე 20 დრონი ჩამოაგდეს.

„წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, - აღნიშნა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა.

„ინტერპრესნიუსი“