“მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა! - ქვას ქვაზე დავადუღებ“ - ეკა კუპატაძე
მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა! - ქვას ქვაზე დავადუღებ! - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მან სასამართლო სხდომაზე ბოლო სიტყვა უნდა წარმოთქვას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.
სხდომაზე იმყოფებიან ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანები და ადვოკატები. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს.
„მაშინ, როცა გგონია, რომ არაფერი გაგვაკვირვებს მკვლელების მხრიდან, ასე არ არის. მათ ყოველ ჯერზე შეუძლიათ ჩემი გაკვირვებაც კი.
მე დღეს უნდა დავკითხულიყავი, როგორც მოწმე და მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს.
მე სულ ბოლოს უნდა მეთქვა სიტყვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი წუხელ ძალიან გვიან გავიგე. ამიტომ, ვითხოვე მოვსულიყავი დღეს. მოვედი და მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა!