"ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს და დავასრულეთ... უკეთესად ვსუნთქავ...“ - როგორ შეიცვალა რუსკა მაყაშვილის ცხოვრება ქმართან დაშორების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს და დავასრულეთ... უკეთესად ვსუნთქავ...“ - როგორ შეიცვალა რუსკა მაყაშვილის ცხოვრება ქმართან დაშორების შემდეგ

მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად ასო­ცირ­დე­ბო­და და­უ­ღა­ლავ ენერ­გი­ას­თან, იუ­მორ­სა და ხა­ლი­სი­ან ცხოვ­რე­ბას­თან, თუმ­ცა ირაკ­ლი ები­ტაშ­ვი­ლის პოდ­კას­ტში მსა­ხი­ობ­მა მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ მხა­რე­ზე ისა­უბ­რა. გულ­წრფე­ლი ლა­პა­რა­კი გა­შო­რე­ბა­ზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, "სა­ში­ნელ ფსკერ­ზე“ ყოფ­ნა­სა და იმ სი­მა­მა­ცე­ზე, რო­მე­ლიც ქალს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა. რო­გორ ხდე­ბა 18 წლის ასაკ­ში გა­წე­რი­ლი გეგ­მე­ბის მსხვრე­ვა და რა­ტომ არის "ბედ­ნი­ე­რი დედა“ ერ­თა­დერ­თი გზა ბედ­ნი­ე­რი შვი­ლე­ბის­კენ - ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბი ამოვკრი­ბეთ.

snapshot-4-1774506191-1774513945.webp

  • დამ­შვი­დო­ბე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი

- ძა­ლი­ან რთუ­ლად ვემ­შვი­დო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებს, ძა­ლი­ან მი­ჭირს ეს პრო­ცე­სი. ვცდი­ლობ ხოლ­მე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­წე­ლო დრო. თუმ­ცა, რო­დე­საც ხვდე­ბი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი უკვე და­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლია, უნდა და­ემ­შვი­დო­ბო მა­შინ­ვე, იმი­ტომ, რომ სხვაგ­ვა­რად აზრი არა აქვს. რა­ტომ არა აქვს აზრი? - იმი­ტომ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ველ­თვის და­უშ­ვებთ ერთი და იგი­ვე შეც­დო­მებს ერ­თმა­ნეთ­თან. მაგ­რამ, თუ ვემ­შვი­დო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, სტან­დარ­ტუ­ლად მეც ვი­ტყვი: მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ სა­მუ­და­მოდ და­ვემ­შვი­დო­ბო.

  • გა­დაღ­ლა და აღი­ა­რე­ბა

- ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ, ძა­ლი­ან. ოღონდ არას­დროს მნდო­მია, ვინ­მეს შევ­ცდე­ბო­დი. პი­რი­ქით, რა­ღაც­ნა­ი­რად გული მის­კდე­ბა ამა­ზე და ხან­და­ხან ვამ­ბობ: რა­ტომ, რა მოხ­და, რომ ვინ­მეს შე­ე­ცო­დო? რა მოხ­და, რომ ვინ­მემ თავ­ზე ხელი გა­და­გის­ვას და გი­თხრას: "რა კარ­გი გოგო ხარ, ყო­ჩაღ, რუს­კა"? თუნ­დაც იმა­ზე, რამ­დენს მუ­შა­ობ, რამ­დენს აკე­თებ, რა ყო­ჩა­ღი ხარ... ახლა და­მიდ­გა ის პე­რი­ო­დი, როცა ვა­ღი­ა­რებ: ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ­დი ჩემს მი­მართ კომ­პლი­მენ­ტებს ამ თვალ­საზ­რი­სით. „შე­მე­ცო­დე, რა, მაგ­რამ კარ­გი გოგო ხარ“ - აი, ამის მოს­მე­ნა მინ­და.

საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს აღე­ბუ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ­ლებ­ზეც სა­ერ­თოდ არ ვწუ­წუ­ნებ. ვთვლი, რომ ეს ასე უნდა იყოს და სხვა­ნა­ი­რად არც წარ­მო­მიდ­გე­ნია.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო