„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური მოკლეს" - The Times of Israel - კვირის პალიტრა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური მოკლეს" - The Times of Israel

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი, რომელიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე იყო პასუხისმგებელი, ბენდერ-აბასში ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ირანული მხარე და ისრაელის თავდაცვის ძალები გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"