ბათუმში შუა ხნის ქალმა სრულწლოვანი შვილი ბლაგვი საგნით სცემა - დედა დააკავეს - კვირის პალიტრა

ბათუმში შუა ხნის ქალმა სრულწლოვანი შვილი ბლაგვი საგნით სცემა - დედა დააკავეს

ბათუმში შუა ხნის ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სრულწლოვან შვილს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დაკავებული ქალი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"