ალა პუგაჩოვამ მდიდრული ციხესიმაგრე რუსეთში ტყუპ შვილს გადაუფორმა - კვირის პალიტრა

ალა პუგაჩოვამ მდიდრული ციხესიმაგრე რუსეთში ტყუპ შვილს გადაუფორმა

2022 წელს ცნობილი სასახლე გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა მყიდველი დღემდე არ გამოჩენილა. ახლა კი, ცნობილმა წყვილმა გადაწყვიტა, ქონება შვილებს გადასცეს.

ოთხი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ალა პუგაჩოვამ და მისმა ოჯახმა რუსეთი დატოვეს. მას შემდეგ, სოფელ გრიაზში მათი მდიდრული ციხე გასაყიდად გამოიტანეს. თუმცა, მყიდველები არ გამოჩენილა.

galkin

ბუნებრივია, ცნობილ წყვილს ეშინია ძვირად ღირებული ქონების დაკარგვის, მაქსიმ გალკინის, როგორც უცხოელი აგენტის სტატუსის გამო. ისინი მთელი ციხესიმაგრის ალა პუგაჩოვაზე გაფორმებას გეგმავდნენ, მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელებულა, რადგან კომიკოსს ამისთვის რუსეთში ფრენა მოუწევდა. ახლა კი, პრიმადონამ და მისმა ქმარმა კიდევ ერთი გამოსავალი იპოვეს: სასახლის ერთი მეექვსედი 12 წლის შვილებს გადასცეს. გარი და ლიზა ამჟამად მშობლებთან ერთად კვიპროსში ცხოვრობენ.

pugachova

ქონების არასრულწლოვნებზე რეგისტრაცია რთული პროცედურაა და მეურვეობის ორგანოების ნებართვას მოითხოვს. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი ქონებას პრაქტიკულად ხელშეუხებელს ხდის: მშობლების წინააღმდეგ სერიოზული სამართლებრივი პრეტენზიების შემთხვევაშიც კი, ბავშვებისთვის გადაცემული ქონების ჩამორთმევა ან კონფისკაცია შეუძლებელია. ოჯახისთვის ეს, სავარაუდოდ, ერთადერთი გზა იყო ასეთი სიყვარულით აშენებული სახლის შესანარჩუნებლად.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები