"რაც უფრო შედიხარ ასაკში, მით მეტად ხვდები, რამდენად წარმავალია ცხოვრება. ვფიქრობ, ეს კარგი მოტივაციაა, რომ ყოველ დილას სიხარულით ადგე" - ჯულია რობერტსი
58 წლის ჯულია რობერტსი ასაკის მატებისა და საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ ხშირად საუბრობს. მისი ფრაზები, როგორც წესი, ბევრ ქალს მოტივაციას აძლევს. რობერტსი ბუნებრივ დაბერებას ირჩევს, ასაკობრივი ცვლილებების ჩვენებას არ ერიდება და ყველას მოუწოდებს, ცხოვრების თითოეული დღით დატკბნენ.
მსახიობის თქმით, ასაკთან ერთად ადამიანი უფრო ნათლად აცნობიერებს, რამდენად წარმავალია ცხოვრება და სწორედ ეს შეგრძნება შეიძლება, ყოველდღიური სიხარულისა და მოტივაციის წყაროდ იქცეს.

"რაც უფრო შედიხარ ასაკში, მით მეტად ხვდები, რამდენად წარმავალია ცხოვრება. ვფიქრობ, ეს კარგი მოტივაციაა, რომ ყოველ დილას სიხარულით ადგე", - ამბობს 58 წლის ვარსკვლავი.
"ოსკაროსანი" მსახიობი შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთულია, აქვს საკუთარი, დასამახსოვრებელი სტილი და ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მისთვის ოჯახთან ურთიერთობა და თითოეული დღის დაფასება პრიორიტეტულია.
"სინამდვილეში, სილამაზის საიდუმლო მარტივია: ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე. სიყვარული იმ მამაკაცის, რომელიც შენთვის აირჩიე. ეს ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ აღნიშვნა გვავიწყდება. შეყვარებული ქალი ყოველთვის ლამაზია და სხვა ხრიკები საჭირო აღარ არის", - ამბობს ჯულია რობერტსი.