"გამოძიებამ არაფერი გააკეთა, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც პრეზიდენტის სასახლის ღობე პირველმა გადაანგრია" - ლაშა ბერიძე - კვირის პალიტრა

"გამოძიებამ არაფერი გააკეთა, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც პრეზიდენტის სასახლის ღობე პირველმა გადაანგრია" - ლაშა ბერიძე

არაფერი გააკეთა არც პროკურატურამ და არც გამოძიებამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც [პრეზიდენტის სასახლის] ღობე პირველმა გადაანგრია. ყველა ვიდეომასალიდან მოჭრილია კადრი, სადაც ღობის გადამნგრევის ამოცნობა შესაძლებელია, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულმა ლაშა ბერიძემ განაცხადა.

როგორც ლაშა ბერიძემ აღნიშნა, მათ 4 ოქტომბრის აქციის დღეს ღობე არ გადაუნგრევიათ და რეალურად, „აქციის მონაწილეებს მოუწყვეს საბოტაჟი“.

„არაფერი გააკეთა არც პროკურატურამ და არც გამოძიებამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც ღობე პირველმა გადაანგრია. ყველა ვიდეომასალიდან მოჭრილია კადრი სადაც ღობის გადამნგრევის ამოცნობა შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს დაჭერა გვინდა, არა, უბრალოდ, ეს არის შეთანხმებული, ეს არის პროვოკაცია.

ეს მარტო ღობის გადანგრევა არაა, ეს არის აწყობილი ჯაჭვი - ღობის გადამნგრევებს ჰქონდათ გარანტია, რომ მათ ხელს არავინ დაადებდა. აქ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რათა მშვიდობიან მომიტინგეებისთვის საბოტაჟი მოეწყოთ“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"