ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელის კარი მეორედ აიღო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს მართავს ისრაელთან. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისრაელთან ნაკრები ამ შემადგენლობით გამოიყვანა მინდორზე:
მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი, წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე. საქართველო - ისრაელის მატჩი ილია II ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
მატჩი ჩვენი გუნდის უდიდესი უპირატესობით და შეტევებით დაიწყო. საბოლოოდ კი ჩვენი გუნდის მცდელობამ შედეგი გამოიღო და ხვიჩა კვარაცხელიამ 36-ე წუთზე ჩვენი გუნდი დააწინაურა - 1-0. კვარცხელიამ ტემპი არ დააგდო და მეორე ტაიმის დაწყებიდანვე ძალიან მალე მეორე ბურთი შეუგორა მეტოქეს.