“ეკლესიის გაყოფა იქნება კატასტროფა, ამის რისკები რეალურია - თუ რუსებმა მოინდომეს, ზუსტად რუსებს ვინც ეწინააღმდეგება, ის შეიძლება გამოიყენონ ეკლესიის წინააღმდეგ“ - ირაკლი მელაშვილი
ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ამის რისკები რეალურია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.
ირაკლი მელაშვილის თქმით, რუსებმა თუ მოინდომეს, ზუსტად რუსებს ვინც ეწინააღმდეგება, ის ადამიანები შეიძლება, გამოიყენონ ეკლესიის წინააღმდეგ.
მელაშვილმა გაიხსენა 90-იანი წლების პროცესები და განაცხადა, რომ მაშინაც სერიოზულად მუშაობდნენ ეკლესიაში განხეთქილებაზე.
„მთავარი გამოწვევა არის ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება. ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ „სქიზმაზე“. 1998 წელი მახსოვს, როცა რომის პაპი ჩამოდიოდა, რა ქნეს. როგორ აიძულეს მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან გამოსვლა პატრიარქს, სულ იყო იმის შიში და ტერორი, რომ ეკლესიის გაყოფა მოხდებოდა. ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ეს იქნება შემზადება იმისათვის, რომ აფხაზეთის აღიარება მოხდეს, ამის რისკები რეალურია, ეს რისკები იყო ყოველთვის.
ჩვენ ვუყურებთ მარტივად: შენ ხარ პრორუსული, შენ ხარ პროდასავლური, ასე მარტივად არაა. პატრიარქს სულ უწევდა ბალანსირება, რომ ეს ერთიანობა შეენარჩუნებინა. ვერც ახალი პატრიარქი ვერ იქნება ან მიტინგზე მდგომი ხალხის აზრის გამომხატველი, ან ხელისუფლებაში მყოფი ხალხის. დავანებოთ თავი იმას, რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ან აქეთა მხრიდან ან იქითა - დავანებოთ თავი იმას, რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, შევეშვათ, დავანგრევთ ამ ეკლესიას ასე.