"მიშას დროს, როგორც უმრავლეს მეუფეებს, მასაც აჩუქეს მანქანა... გაყიდა და იმ ფულით ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა" - რას ჰყვებიან მეუფე ისაიაზე
ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი და საპატრიარქო ტახტის შესაძლო კანდიდატები. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მოექცა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ფიგურა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად მეუფე წინასწარ პროგნოზებს ერიდება და კანდიდატურის დასახელებას ნაადრევად მიიჩნევს, მისი პიროვნების ირგვლივ არსებული ისტორიები საზოგადოებისთვის ახალ საფიქრალს აჩენს. ვინ არის მღვდელმთავარი, რომელიც წლებია საოკუპაციო ხაზთან მოღვაწეობს და რატომ იქცა მისი მოკრძალებული ცხოვრების წესი განხილვის საგნად?

ისტორიკოსი ბექა კობახიძე იხსენებს:
- ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია მეუფე ისაიაზე, როგორც თვითმხილველს. ნელ-ნელა ვიტყვი ალბათ.