როგორ გამოიყურება დაუბანელი და მოუვლელი ბრედ პიტი - კინოვარსკვლავის ახალმა ფოტოებმა თაყვანისმცემლები დააფრთხო - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება დაუბანელი და მოუვლელი ბრედ პიტი - კინოვარსკვლავის ახალმა ფოტოებმა თაყვანისმცემლები დააფრთხო

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ 62 წლის ბრედ პიტის გარეგნობას. მსახიობი პაპარაცებმა მისი ახალი ფილმის, „Riders“ გადაღებების დროს ამსტერდამში დააფიქსირეს.

ახალ ფოტოებზე პიტი სრულიად განსხვავებულ იერით გამოჩნდა: გაჩეჩილი თმით, ჭაღარა წვერით და წარბზე ნაიარევით. ამ ყველაფრის გამო ბევრს იგი დაღლილი და შესამჩნევად „დაბერებული“ მოეჩვენა.

ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: „პიტის ცნობა შეუძლებელია — ეს დაუბანელი, მოუვლელი და ზოგადად ცოტა არეული გამვლელი ვინ არის? საერთოდ არ ჰგავს იმ მომხიბვლელ მამაკაცს, რომელზეც 62 წლის ასაკშიც კი ყველაა შეყვარებული“.

სხვა კომენტარიც არანაკლებ კრიტიკულია: „ეს მისი გარეგნობის ყველაზე სევდიანი პროგნოზია მომდევნო 10 წლისთვის“.

განაგრძეთ კითხვა