10 ევროპული ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ქართველი გამოაბრუნეს
2025 წელს უცხოეთიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 4 195 მოქალაქე გამოაბრუნეს.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წელს მეტი - 1 818 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან - 543; ხოლო ირლანდიიდან - 327.
რომელი ქვეყნებიდან გამოაბრუნეს ყველაზე მეტი ქართველი გასულ წელს
ათეულის დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:
საბერძნეთი - 142;
შვეიცარია - 133;
იტალია - 106;
პოლონეთი - 96;
ესპანეთი - 55;
დიდი ბრიტანეთი - 32
ავსტრია - 31