ჰანდე ერჩელი დაკავებულია?! - მას ნარკოტიკებზე ამოწმებენ - კვირის პალიტრა

ჰანდე ერჩელი დაკავებულია?! - მას ნარკოტიკებზე ამოწმებენ

გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ცნობით, ცნობილი მსახიობი და აწ უკვე, სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჰანდე ერჩელი, რომლის დაკავების ორდერიც გაიცა, თურქეთში დაბრუნდა და სტამბოლის სასამართლოში ჩვენებაც მისცა.

გამოცემის ცნობით, მსახიობი, რომელსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ბრალდება წაუყენეს, სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშების აღების მიზნით გაგზავნეს.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ჰანდე ერჩელის დაპატიმრების ორდერი25 მარტს გასცა, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით. იმ დროს მსახიობი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თავად ერჩელმა განაცხადა, რომ მზად იყო გაერკვია სიტუაცია და ჩვენება მიეცა.

ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთი ნარკოტიკებთან ბრძოლის მასშტაბურ ოპერაციებს ატარებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია სტამბოლში რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის - ცნობილი მსახიობების, ტელეჟურნალისტებისა და ბლოგერების.

განაგრძეთ კითხვა