"ბრალდება წარედგინა მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა დაახლოებულ პირთან მეცადინეობებისთვის, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა" - კვირის პალიტრა

"ბრალდება წარედგინა მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა დაახლოებულ პირთან მეცადინეობებისთვის, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უწყებიდან დაითხოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან. გააგრძელეთ კითხვა