„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს - Axios
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარასკევს, საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხრა, თუ როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას.
წყაროების ინფორმაციით, კალასმა რუბიოს გასულ წელს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც რუბიომ პირობა დადო, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ხელს შეუშლიდა, მაშინ ვაშინგტონი გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა.
„ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, - განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე. გააგრძელეთ კითხვა