იტალიელი სენიორების მოსამსახურე ქუთაისელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ბრენდი შექმნა: დღისით ტრაქტორზე ზის, ღამით კი - ძვირადღირებულ სამკაულებს ქმნის - კვირის პალიტრა

იტალიელი სენიორების მოსამსახურე ქუთაისელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ბრენდი შექმნა: დღისით ტრაქტორზე ზის, ღამით კი - ძვირადღირებულ სამკაულებს ქმნის

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, და­ვით რი­ნალ­დი, ერთ-ერთი იმ ხე­ლო­ვან­თა­გა­ნია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი გზა ნუ­ლი­დან, ემიგ­რა­ცი­ა­ში, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი შრო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­იკ­ვა­ლა. რი­ნალ­დი მისი ფსევ­დო­ნი­მია - სა­ხე­ლი, რომ­ლი­თაც მას დღეს იტა­ლი­ა­ში იც­ნო­ბენ. მისი ბრენ­დი DAME სიმ­ბო­ლოა იმი­სა, რომ "შე­უძ­ლე­ბე­ლი კაც­თათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვთის­თვის".

ბავ­შვო­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და პირ­ვე­ლი "გული"

და­ვი­თის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ 10 წლის ასაკ­ში, ქუ­თა­ის­ში და­ი­წყო. მა­შინ, როცა სხვა ბავ­შვე­ბი ერ­თო­ბოდ­ნენ, ის პლას­ტი­კურ მა­სა­ლას ფორ­მას აძ­ლევ­და.

"10 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ქვე­ბის კე­თე­ბა და­ვი­წყე. სულ მინ­დო­და რა­ღაც ჩემი შე­მექ­მნა. 2020 წელს პირ­ვე­ლი კუ­ლო­ნი რაც გა­ვა­კე­თე, დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. მას შემ­დეგ, რაც ას­ტრო­ლო­გი­ით და­ვინ­ტე­რეს­დი, გა­დავ­წყვი­ტე პლას­ტი­კურ ქვებ­ში ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ჩა­მეს­ვა, თუმ­ცა ორი წლის შემ­დეგ, მთლი­ა­ნად ბუ­ნებ­რივ ქვებ­ზე გა­და­ვე­დი".

italieli-qartveli3-49399-1774706909.jpg

სა­ქარ­თვე­ლო­დან იტა­ლი­ამ­დე: "გა­ჭირ­ვე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად შე­ვიქ­მე­ნი"

ბევ­რის­თვის ემიგ­რა­ცია იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა და­ვი­თი სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და მკი­თხველ­თა­ნაც გულ­წრფე­ლია - ის სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზეც ღიად სა­უბ­რობს:

"28 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი. წას­ვლა ბა­ნა­ლუ­რად მოხ­და, გა­ჭირ­ვე­ბის გამო, მაგ­რამ აქვე გე­ტყვით, რომ ეს გა­ჭირ­ვე­ბა თა­ვად შე­ვუქ­მე­ნი სა­კუ­თარ თავს. ბიზ­ნე­სიც მქონ­და, სამ­სა­ხუ­რე­ბიც, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც დავ­ტო­ვე. მა­ნამ­დე ორ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცა­დე ბედი და ბო­ლოს იტა­ლი­ა­ში დავ­რჩი. უკვე 9 წე­ლია აქ ვარ. თუმ­ცა მე ვინც ვარ დღეს, რაც გა­მაჩ­ნია, ჩემი ში­ნა­გა­ნი მე და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ მომ­ცა. თუ რამ კარ­გი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ქვეყ­ნი­დან მაქვს". გააგრძელეთ კითხვა