"იქ სამხედროებმა დამაყენეს... მეტი ადგილი არსად იყო, რომ დავმშვიდობებოდი პატრიარქს" - ვინ არის ქალი, ცნობილი ფოტოდან - კვირის პალიტრა

"იქ სამხედროებმა დამაყენეს... მეტი ადგილი არსად იყო, რომ დავმშვიდობებოდი პატრიარქს" - ვინ არის ქალი, ცნობილი ფოტოდან

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. იგი თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და სა­პატ­რი­არ­ქო ტახტს. 2026 წლის 22 მარტს, ილია მე­ო­რე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა ბოლო გზა­ზე. სა­მე­ბის ტა­ძარ­ში პატ­რი­არ­ქის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რიგი რამ­დე­ნი­მე დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­წყვე­ტი­ლა...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ქალ­ბა­ტო­ნის - სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლი­ას ფო­ტომ მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო­ებს შო­რი­საა და პატ­რი­არ­ქს და­ჩო­ქი­ლი ემ­შვი­დო­ბე­ბა...

AMBEBI.GE ქალ­ბა­ტონ - სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლი­ას და შვილს - სოფო იზო­რი­ას გა­ე­სა­უბ­რა...

სოფო იზო­რია:

- დედა - სუ­ლი­კო ღვინ­ჯი­ლია 86 წლი­საა, სე­ნაკ­ში ცხოვ­რობს, სე­ნა­კის მკვიდ­რია. სპე­ცი­ა­ლო­ბით აგ­რო­ნო­მია, მაგ­რამ უშ­ტა­ტო კო­რეს­პონ­დენ­ტიც გახ­ლდათ, სტა­ტი­ებს ხში­რად წერ­და ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყე­ბო­და. შემ­დეგ პარ­ტი­უ­ლი ბი­ლე­თი და­ხია და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, მე­რაბ კოს­ტა­ვას მიმ­დე­ვა­რი იყო, მათ ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა, მეგ­რუ­ლა­დაც და­ი­ტი­რა... ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია რომ გარ­და­იც­ვა­ლა, დედა ჩემ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი პე­ტერ­ბურ­გში (პე­ტერ­ბურ­გში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი) და პე­ტერ­ბურ­გი­დან გროზ­ნო­ში ჩა­ვი­და და­სა­ტი­რებ­ლად... გააგრძელეთ კითხვა