20 წლის წინ ელექტრომატარებლიდან გაუჩინარებული გოგონა იპოვეს: ის ახლა 24 წლისაა - დაუჯერებელი ისტორია, რომელიც ბელარუსში დაიწყო და რუსეთში დასრულდა - კვირის პალიტრა

20 წლის წინ ელექტრომატარებლიდან გაუჩინარებული გოგონა იპოვეს: ის ახლა 24 წლისაა - დაუჯერებელი ისტორია, რომელიც ბელარუსში დაიწყო და რუსეთში დასრულდა

რი­ა­ზა­ნის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე, ერთ ცივ შე­მოდ­გო­მის დი­ლას, მი­ლი­ცი­ამ პა­ტა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის გო­გო­ნა იპო­ვა. ბავ­შვი დას­ვრი­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი და აკან­კა­ლე­ბუ­ლი იყო, ხელ­ში კი წიგ­ნი ჰქონ­და ჩა­ბღუ­ჯუ­ლი. მან მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი - იუ­ლია და მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი - ვი­ტია და ლუდა იცო­და. არა­ვინ იცო­და, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა პა­ტა­რა ბავ­შვი მარ­ტო სად­გურ­ზე, ან სა­ი­დან მო­ვი­და.

ეს არ არის დრა­მა­ტუ­ლი ფილ­მის სცე­ნა­რი, ეს იუ­ლია მო­ი­სე­ენ­კოს რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის მო­სა­ძებ­ნად 20 წელი დას­ჭირ­და.

"ვი­ღაც ძიამ ვა­გო­ნი­დან ჩა­მო­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, და­მე­ლო­დეო"

რო­დე­საც პა­ტა­რა იუ­ლია გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, ის მხო­ლოდ გა­ურ­კვე­ველ ფრაგ­მენ­ტებს ჰყვე­ბო­და: რო­გორ დაჰ­ყავ­დათ ვი­ღაც „ძი­ა­სა და დე­ი­დას“ ქუ­ჩებ­ში სა­მა­თხოვ­როდ, რო­გორ ეძი­ნა ნან­გრე­ვებ­ში და რო­გორ გა­ურ­ბოდ­ნენ ფორ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ბავ­შვს მთელ რუ­სეთ­ში ეძებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ - ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ 4 წლის გო­გო­ნას სა­ზღვა­რი ჰქონ­და გა­დაკ­ვე­თი­ლი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, იუ­ლია ბე­ლა­რუს­ში, დაბა ოსი­პო­ვიჩ­ში ცხოვ­რობ­და. 1999 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს ის მა­მას­თან ერ­თად მინ­სკი­დან შინ ელექტრო­მა­ტა­რებ­ლით ბრუნ­დე­ბო­და. მა­მას ჩა­ე­ძი­ნა, ხოლო როცა გა­იღ­ვი­ძა, თავი გა­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, შვი­ლი კი - გამ­ქრა­ლი იყო. მშობ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ შვილს, ამოწ­მებ­დნენ ჭებს, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლებს, აკ­რავ­დნენ გან­ცხა­დე­ბებს, მაგ­რამ გო­გო­ნა გაქ­რა. გააგრძელეთ კითხვა