გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლის ამერიკული ცხოვრება, რთული დღეები და მცირეხნიანი პოლიტიკური აქტივობა - "არასდროს მიმუშავია, გია ამბობდა, დედა უნდა იყოს შვილთანო" - კვირის პალიტრა

გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლის ამერიკული ცხოვრება, რთული დღეები და მცირეხნიანი პოლიტიკური აქტივობა - "არასდროს მიმუშავია, გია ამბობდა, დედა უნდა იყოს შვილთანო"

ნიუ-იორ­კის ხმა­უ­რი­ან ქუ­ჩებ­ში, ჟურ­ნა­ლისტ ალექ­სი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში „უეჭ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია“, გა­მოჩ­ნდა ქალი, რო­მე­ლიც წლე­ბია მე­დი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გა­ურ­ბის. მაია კვე­სე­ლა­ვა, გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, დღეს ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას პირ­ვე­ლად ჰყვე­ბა ასე ვრცლად.

ინ­ტე­რე­სი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და წარ­სუ­ლის ჩრდი­ლე­ბი

მაია არ მა­ლავს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი მისი პერ­სო­ნის მი­მართ დიდ­წი­ლად მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა თა­ვად ამ ფაქტს ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ხვდე­ბა:

"ალ­ბათ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვარ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, მე ვფიქ­რობ, ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, არ მიყ­ვარს არც კა­მე­რე­ბი, არც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, მო­ტყუ­ე­ბით, ჩუ­მად ჩამ­წე­რა ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა. ჩამ­წე­რეს სრუ­ლი­ად სხვა მი­ზე­ზით. ვი­ყა­ვი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ა­ში და რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რი ერთ-ერთი. თით­ქოს აინ­ტე­რე­სებ­დათ რა­ღაც ამ პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით... თუმ­ცა, შემ­დეგ გა­მორ­თეს კა­მე­რა და, სხვა­თა შო­რის, მკი­თხეს: „უი, თქვენ ხომ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ბრძან­დე­ბით?“ იქ უკვე გა­ვა­ჩე­რე და ვუ­თხა­რი, რომ მეჩ­ქა­რე­ბო­და. ვე­რა­ფე­რი მათ­ქმე­ვი­ნეს. იმი­ტომ, რომ არ მიყ­ვარს მე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ჩემს უკან დგას ჩემი შვი­ლი". გააგრძელეთ კითხვა