პირველი ამერიკული "ავაქსიც" აფეთქებულია... - კვირის პალიტრა

პირველი ამერიკული "ავაქსიც" აფეთქებულია...

სამხედრო ტექნიკა მასიურად მზადდება, თუმცა მათ შორისაცაა უნიკალური ეგზემპლარები, რომლებიც ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით თუ არის და ასეთებს უდავოდ მიეკუთვნება შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის საჰაერო ცენტრები ანუ თვითმფრინავები მათზე დამონტაჟებული უზარმაზარი „სოკოთი“-რადილოკატორით, რომლებსაც რამდენიმე ასეული კილომეტრის სიშორეზე შეუძლიათ ასობით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების აღმოჩენა და მათზე „ჰაერი-ჰაერი“ და „მიწა-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების მიმართვა...

მათგან ყველაზე ცნობილია ამერიკული Boeing E-3 Sentry-ს ტიპის AWACS-ის კლასის თვითმფრინავები, რომლებიც სამგზავრო Boeing 707-320 -ის ბაზაზე შეიქმნა ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ და მას შემდეგ სხვადასხვა მოდიფიკაციის 68 "ავაქსი“ დამზადდა.

2avaqsi-1774776901.jpg

საუდის არაბეთის პრინც სულთანის აეროდრომზე განადგურებული ამერიკული "ავაქსი“...

დღემდე პენტაგონის შეიარაღებაში ოცამდე ასეთი „ავაქსი“ რჩებოდა(დიდ ბრიტანეთს 3 „ავაქსი“ ჰყავს, საუდის არაბეთს ხუთი,საფრანგეთს ოთხი, ჩილეს სამი), რომელთა გარეშე არცერთი სამხედრო ოპერაცია არ ტარდებოდა, იქნებოდა ეს „უდაბნოს ქარიშხალი“ ერაყში, თალიბებთან ბრძოლა ავღანეთში თუ ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცება, შესაბამისად 28 თებერვალს ირანზე ისრაელ-აშშ-ს ერთობლივი საჰაერო დარტყმების წინ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პენტაგონმა გადაისროლა რამდენიმე ასეთი „ავაქსი“,რომლებიც საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების სამხედრო აეროდრომებიდან ფრინდებიან, ჰაერში 6-დან 11 სთ-მდე (ჰაერში საწვავით გაწყობით) პატრულირებენ და 400-600 კმ-ის რადიუსში აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერაყისა და სპარსეთის ყურის თავზე მფრენ ამერიკულ „ავაქსებს“ ირანის მთელი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის ცის გაკონტროლება შეუძლიათ, თეირანის ჩათვლით და შესაბამისად „გზას“ უკვალავენ ამერიკულ და ისრელის საბრძოლო თვითმფრინავებს ირანის ცაში გასაბატონებლად და დაუსჯელი დაბომბვების განსახორციელებლად...

3avaqsi-1774776963.jpg
"ავაქსის“ მძიმე დაზიანების დეტალებიდან გამომდინარე,მის ფიუზელაჟს სავარაუდოდ პირდაპირ მოხვდა ირანული კამიკაძე-დრონი...

ასე, რომ ირანისთვის 300 მლნ დოლარიანი ამერიკული „ავაქსები“ ერთ-ერთი ყველაზე „მსუყე“ სამიზნე გახლდათ, ასევე ამერიკული 2 მლრდ დოლარიანი „უჩინმაჩინი“ B-2 Spirit-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შემდეგ, რომლებიც ირანის თავზე სისტემატურად დაფრინავენ...

და როგორც აღმოჩნდა, ირანმა მიაღწია თავის საწადელს-ორიოდე დღეის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა საუდის არაბეთის პრინც სულთანის საჰაერო ბაზის მიმართულებით, სადაც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებია განთავსებული.ექვსი ირანული რაკეტიდან არანაკლებ ოთხი ამერიკელმა „პეტრიოტებმა“ ჩამოაგდეს, მაგრამ დარჩენილმა ორმა რაკეტამ კი ამ აეროდრომზე აფეთქებები გამოიწვია, რაც თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზეც გამოჩნდა.გარდა ამისა, ირანის მიერ ამ აეროდრომზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმაში „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე-დრონებიც მონაწილეობდნენ.

4avaqsi-1774777039.jpg

თითზე ჩამოსათვლელი, 300 მლნ დოლარიანი ამ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება ირანელი სამხედროების დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს...

ახლა კი ვრცელდება უშუალოდ ამ აეროდრომზე გადაღებული ფოტოებიც, რომელზეც კარგად ჩანს ფაქტობრივად განადგურებული ამერიკული „ავაქსი“-Boeing E-3 Sentry-ი,საბორტე ნომრით 81-0005-ი,რაც იმას ნიშნავს,რომ ეს ამერიკული „ავაქსების“ პირველი საბრძოლო დანაკარგია ნახევარი საუკუნის განმავლობაში,მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თვითმფრინავები აშშ-ის მიერ ბოლო 50 წლის განმავლობაში წარმოებულ ყველა ომში იღებდნენ მონაწილეობას...

ყველაზე გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ ორი კვირით ადრე ირანმა ერთხელ უკვე შეუტია საუდის არაბეთის პრინც სულთანის ამავე საჰაერო ბაზას, რის შედეგადაც დაზიანდა ხუთი ამერიკული საჰაერო ტანკერი KC-135 Stratotanker - ი...

avaksi-1774806169.png
საუდის არაბეთის პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე მდგარი ამერიკული „ავაქსის“ თანამგზავრიდან გადაღებული ორი ფოტო-აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ...

ეს, ომების ისტორიაში „ავაქსის“ კლასის ამგვარი თვითმფრინავის საბრძოლო მოქმედებების დროს განადგურების პირველი შემთხვევა არ არის-2024 წლის 14 იანვარს აზოვის ზღვის თავზე უკრაინულმა საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო რუსული „ავაქსი“-А-50 -ი, ხოლო თვენახევრის შემდეგ,2024 წლის 23 თებერვალს, კრასნოდარის მხარის თავზე კი მეორე, მოდერნიზებული А-50У-ც,რაც ჰაერში ფრენისას „ავაქსის“ განადგურების პირველი შემთხვევები გახლდათ, ისე კი რუსულ აეროდრომებზე უკრაინულ კამიკაძე-დრონებს კიდევ არანაკლებ სამი რუსული „ავაქსი“ ჰყავთ დაზიანებული...