"შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება..." - რას ამბობს ლიეტუვასთან დაპირისპირების წინ ვილი სანიოლი? - კვირის პალიტრა

"შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება..." - რას ამბობს ლიეტუვასთან დაპირისპირების წინ ვილი სანიოლი?

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მო­რიგ ამ­ხა­ნა­გურ მატჩს გა­მარ­თავს. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ამ­ჯე­რად ლი­ე­ტუ­ვის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. მატ­ჩი ლი­ე­ტუ­ვა­ში, თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

თა­მა­შამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

ვილი სა­ნი­ო­ლი:"ლი­ე­ტუ­ვის ნაკ­რებს ხან­გრძლი­ვი მო­უ­გე­ბე­ლი სე­რია ჰქონ­და, ორი დღის წინ კი მოლ­დო­ვა და­ა­მარ­ცხა, რაც გუნ­დის თავ­და­ჯე­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რთულ თა­მაშს ვე­ლით. სტუმ­რად ვთა­მა­შობთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­ტო­ქე სა­კუ­თა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს კარ­გი თა­მა­შის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. თუმ­ცა, ეს ჩვენ­თვი­საც კარ­გია, რად­გან მე­ტო­ქის მონ­დო­მე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა. ჩემ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა იცი­ან, რომ მო­სა­გე­ბად ასი პრო­ცენ­ტი უნდა გა­ი­ღონ.

ჩაკ­ვე­ტა­ძე უკვე ერთი წე­ლია, სომ­ხეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ გვაკ­ლია. ის დიდი ძა­ლაა ჩვენ­თვის. გი­ორ­გი ის­რა­ელ­თან მატ­ჩის წინ დაგ­ვიბ­რუნ­და, თუმ­ცა მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის გამო არ უთა­მა­შია. დღე­ვან­დე­ლი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ხვა­ლინ­დელ შეხ­ვედ­რა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

მარ­ტი­სა და ივ­ნი­სის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ვნა­ხოთ სხვა­დას­ხვა ფეხ­ბურ­თე­ლი, მათ შო­რის, გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ეს გიზი მა­მა­გე­იშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში იყო, რო­მელ­მაც ის­რა­ელ­თან მარ­ჯვე­ნა ფლანგზე ითა­მა­შა. მე­ო­რე მატ­ჩი გვაქვს და ახა­ლი ენერ­გია გვჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა".