"ეს არის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უფალ­მა უნდა და­ა­დოს. ვი­საც და­ა­კის­რებს, ალ­ბათ, ამა­ზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვა­რი უნდა იტ­ვირ­თოს" - მეუფე ისაია საქართველოს პატრიარქობაზე - კვირის პალიტრა

"ეს არის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უფალ­მა უნდა და­ა­დოს. ვი­საც და­ა­კის­რებს, ალ­ბათ, ამა­ზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვა­რი უნდა იტ­ვირ­თოს" - მეუფე ისაია საქართველოს პატრიარქობაზე

ნი­ქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ისა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სრუ­ლი­ად-სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შემ­ცვლე­ლად, ჯერ არა­ვის კან­დი­და­ტუ­რა არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა.

რო­გორც მან ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, "ეს არის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უფალ­მა უნდა და­ა­დოს“.ასე­ვე, მე­უ­ფე ისა­ია აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს არ არის ად­ვი­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო ამა­ში არა­ფე­რია."იცით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის. არა­ვინ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა ჯერ სა­ერ­თოდ. ამას თა­ვი­სი დრო აქვს, რო­დე­საც უნდა მოხ­დეს ეს ამ­ბა­ვი. ერ­თმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა მომ­წე­რა უცხო­ე­თი­დან- ვლო­ცუ­ლობ, რომ თქვენ გახ­დე­თო, მას ვუ­პა­სუ­ხე: "იმა­ზე კი ნუ ლო­ცუ­ლობთ ვინ გახ­დეს და ვინ არა, ილო­ცეთ იმის­თვის, რომ ყო­ვე­ლი არის ღვთის ნება“. უფ­ლის ნება რო­გო­რია, ეს არის მთა­ვა­რი, თქვენც გთხოვთ, რომ ილო­ცოთ, რო­გორც არის ღვთის ნება, რომ გა­მო­არ­ჩი­ოს უფალ­მა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გოლ­გო­თა­ზე ღვთის ნე­ბით უნდა ავი­დეს. ეს არ არის ად­ვი­ლი, სა­სი­ხა­რუ­ლო ამა­ში არა­ფე­რი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უფალ­მა უნდა და­ა­დოს. ვი­საც და­ა­კის­რებს, ალ­ბათ, ამა­ზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვა­რი უნდა იტ­ვირ­თოს. ამას ვე­რა­ვინ იტ­ვირ­თებს, თუ ღვთის შე­წევ­ნა არ იქ­ნე­ბა, ეს უფ­ლის შე­წევ­ნაა, თუ უფა­ლი არ შე­ე­წია ადა­მი­ანს, ვერც ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი შეძ­ლებ­და ამას, მას რომ ღვთის შე­წევ­ნა არ ჰქო­ნო­და. ამ­დე­ნად, ინე­ბოს უფალ­მა, რომ გა­მო­არ­ჩი­ოს ის, ვინც არის მის­თვის სა­ჭი­რო, ვი­საც ის ხე­დავს“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ისა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. 18 მარ­ტი­დან სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უწ­მინ­დე­სის ხსოვ­ნას ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ პა­ტი­ვი მი­ა­გო. ილია მე­ო­რე 22 მარტს, სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს.