დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შესაძლოა, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი რამ ირანში ნავთობის აღებაა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: „რატომ აკეთებ ამას?’ თუმცა ისინი უბრალოდ სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება ნიშნავდეს ხარგის კუნძულის აღებას.

„შესაძლოა, დავიკავოთ ხარგის კუნძული, შესაძლოა, არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

კუნძულზე ირანის თავდაცვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: „არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვიძლია მისი აღება ძალიან მარტივად“.

განაგრძეთ კითხვა