"დედაჩემმა მოღალატე ქმრის გამო წამლები დალია... ქმარი მძიმეებს აწევინებდა, რომ მუცელი მოშლოდა" - ოდრი ჰეპბერნის შვილის მოგონებები - კვირის პალიტრა

"დედაჩემმა მოღალატე ქმრის გამო წამლები დალია... ქმარი მძიმეებს აწევინებდა, რომ მუცელი მოშლოდა" - ოდრი ჰეპბერნის შვილის მოგონებები

მსოფ­ლიო კი­ნოს ლე­გენ­და, ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე ყო­ველ­თვის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ელე­გან­ტუ­რი ჩან­და, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და­უც­ვე­ლი და მუდ­მი­ვად მი­ტო­ვე­ბის ში­შით შე­პყრო­ბი­ლი ქალი იყო. მისი ვაჟი, შონ ჰე­პ­ბერნ ფე­რე­რი, წიგნ­ში „Intimate Audrey“ (ინ­ტი­მუ­რი ოდრი) სა­ზა­რელ სა­ი­დუმ­ლოს ახ­დენს ფარ­დას: „დე­და­ჩემ­მა, ოდრი ჰე­პ­ბერნ­მა, მო­ღა­ლა­ტე ქმრის გამო სა­სო­წარ­კვე­თილ­მა წამ­ლის ზედ­მე­ტი დოზა მი­ი­ღო“ — ეს ფრა­ზა შო­ნის მო­გო­ნე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტის აღ­წე­რაა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ სცე­ნა: ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი, ელე­გან­ტუ­რო­ბის სიმ­ბო­ლო, მო­რი­გი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ბრუნ­დე­ბა. მისი ერ­თგუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე, ჯო­ვა­ნა, აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით სთხოვს სა­ძი­ნე­ბელ­ში გან­მარ­ტო­ე­ბას. იქვე, ოდ­რის სა­წოლ­ზე ჩა­მომ­სხდა­რი ქა­ლე­ბი სა­ზა­რელ სი­მარ­თლეს ის­მე­ნენ.

"ვე­ღარ ვძლებ, სე­ნი­ო­რა... როცა თქვენ აქ არ ხართ, მას ქა­ლე­ბი მოჰ­ყავს. ამ სა­წოლ­ში აწ­ვენს... ჩვენ კი მათ სა­უზ­მეს აქ, თქვენს ლო­გინ­ში მი­ვარ­თმევთ ხოლ­მე,“ - ატირ­და ჯო­ვა­ნა.

ოდრი გა­ფით­რდა. მისი ერ­თა­დერ­თი კი­თხვა იყო: „რო­დის?“ პა­სუ­ხი კი კი­დევ უფრო მწა­რე აღ­მოჩ­ნდა - ეს ხდე­ბო­და ყო­ველ­თვის, როცა ის სახ­ლი­დან გა­დი­ო­და. ოდრი ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და, აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით სი­გა­რეტს მო­უ­კი­და და მხო­ლოდ ეს თქვა: "მად­ლო­ბა, ჯო­ვა­ნა. შენ სწო­რად მო­ი­ქე­ცი“. სწო­რედ ამ დღი­დან მისი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა ნამ­დვილ კოშ­მა­რად იქცა.

odri-hemberni-53298-1774851709.jpg

ბავ­შვო­ბის ტრავ­მა, რო­მე­ლიც ლან­დად სდევ­და

რა­ტომ ით­მენ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქალი ასეთ დამ­ცი­რე­ბას? პა­სუ­ხი მის წარ­სულ­შია. 6 წლის იყო, როცა მა­მამ, ჯო­ზეფ რუს­ტონ­მა, ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა. ოდრი ამ­ბობ­და, რომ ეს იყო მისი ცხოვ­რე­ბის „ყვე­ლა­ზე ტრავ­მუ­ლი მოვ­ლე­ნა“. ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რად ეძებ­და მა­მას და მუდ­მი­ვად ეში­ნო­და, რომ კა­ცე­ბი მი­ა­ტო­ვებ­დნენ. სწო­რედ ამ ში­შის გამო, ის ხში­რად ხდე­ბო­და ტი­რა­ნი და მო­ღა­ლა­ტე მა­მა­კა­ცე­ბის მსხვერ­პლი.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა: კონ­ტრო­ლი და ფა­რუ­ლი ბო­ი­კო­ტი

მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი, მელ ფე­რე­რი, ნამ­დვი­ლი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი იყო. მას შურ­და ოდ­რის წარ­მა­ტე­ბის და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და მის გა­კონ­ტრო­ლე­ბას. სკან­და­ლუ­რია ის ფაქ­ტი, რომ მელს ფა­რუ­ლად არ სურ­და ოდ­რის­გან შვი­ლე­ბი, რად­გან ეს მის კა­რი­ე­რას (რო­მელ­საც მელი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­და) შე­ა­ფერ­ხებ­და.

განაგრძეთ კითხვა