ქონების ეროვნული სააგენტო Rolex -ის 3 მაჯის საათს აუქციონზე ყიდის - საწყისი ღირებულება 48 900 ლარია - კვირის პალიტრა

ქონების ეროვნული სააგენტო Rolex -ის 3 მაჯის საათს აუქციონზე ყიდის - საწყისი ღირებულება 48 900 ლარია

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ Rolex -ის ბრენდის 3 მაჯის საათი აუქციონზე გასაყიდად ხელმეორედ გამოიტანა. ქონების გასხვისების აუქციონი 27 მარტს დაიწყო და 15 აპრილს სრულდება.

ცნობისთვის, პირველი აუქციონი, რომელიც სახელმწიფომ აღნიშნული მაჯის საათების გასაყიდად გამოაცხადა, 25 მარტს უშედეგოდ დასრულდა.

ქონების ეროვნულ სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საფასო პირობები არ შეცვლილა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ყიდის Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს საათს (MODEL 136660, SERIAL 641N9337). მისი საწყისი ღირებულება 48 900 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება - ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA.

განაგრძე კითხვა