მესამე მსოფლიო ომი კარს მოგვადგა? ვანგასა და ნოსტრადამუსის შემზარავი წინასწარმეტყველება
ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესმა ესკალაციამ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი მისტიკოსების წინასწარმეტყველებები გაახსენა. ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივმა დარტყმებმა ირანზე, რასაც თეირანის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე იერიში მოჰყვა, გააჩინა შიში: ხომ არ სრულდება ის საშინელი სცენარი, რომელსაც ნათელმხილველები საუკუნეების წინ ხედავდნენ?
ბაბა ვანგა: ომი, რომელიც აღმოსავლეთიდან დაიწყება
ბულგარელი ნათელმხილველი, რომლის წინასწარმეტყველებები ხშირად დიდი სიზუსტით სრულდება, 2026 წელს გლობალური ომის შესაძლო თარიღად ასახელებდა. მისი ხილვების მიხედვით, კონფლიქტი, რომელიც აღმოსავლეთში იფეთქებს, დასავლეთსაც მოიცავს.
დღეს, როდესაც ირანი, ისრაელი და აშშ პირდაპირ დაპირისპირებაში არიან ჩართულნი, ბევრი სვამს კითხვას - ხომ არ არის ეს ვანგას მიერ ნაწინასწარმეტყველები დიდი ნგრევის დასაწყისი? ვანგა ასევე საუბრობდა ევროპაში მოსალოდნელ კონფლიქტზე, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. მისივე ხილვებით, გლობალური ომის შემდეგ მსოფლიო წესრიგი შეიცვლება და ძალთა ბალანსი სრულიად სხვაგვარად გადანაწილდება.