საქართველოში 2 033 000 ავტომანქანაა რეგისტრირებული - კვირის პალიტრა

საქართველოში 2 033 000 ავტომანქანაა რეგისტრირებული

მიმდინარე თვეში, საქართველოში დაახლოებით 12 600-მდე ავტომობილი დარეგისტრირდა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს {რეალურ დროში} მონაცემებიდან ჩანს.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.033 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, მცირედით ისევ გაიზარდა.

კერძოდ, თუ თებერვალში (გასულ თვეებთან შედარებით), დღეში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე შემცირდა, მარტში საშუალოდ 500-მდე ისევ მოიმატა.

განაგრძე კითხვა