ირანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის დაღუპვას ადასტურებს
ირანმა დაადასტურა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანგსირი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებას ეყრდნობა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, 26 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტანგსირი, საზღვაო ძალების სარდლობის მაღალჩინოსნებთან ერთად გაანადგურა.
"ინტერპრესნიუსი"