2 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 549.5 მლნ ლარს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

2 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 549.5 მლნ ლარს გადააჭარბა

2026 წლის იანვარ-თებერვალში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 549.591 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.

სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 87.5 მლნ ლარით, 19%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 462.063 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 2 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი „ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.

ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% მხოლოდ 2 ბანკზე მოდის

აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% (87.9%) მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის.

განაგრძე კითხვა