"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენ - კვირის პალიტრა

"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ქალს, 25 წლის "ტი­კტო­კერ" თეკლა გერ­სა­მი­ას მალე ვერ­დიქტს გა­მო­უ­ტა­ნენ და გა­ირ­კვე­ვა, ცნო­ბენ თუ არა მას დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. თეკ­ლა გერ­სა­მი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით ასა­მარ­თლე­ბენ, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ლუკა და­რა­სე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ქალს ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა პრო­ცეს­ზე.

  • რა მოხ­და 2025 წლის 22 აგ­ვის­ტოს?

თბი­ლის­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლას 93 ნო­მერ­ში, 2025 წლის 22 აგ­ვის­ტოს, შუ­ა­დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ექი­მებ­მა და­ნით დაჭ­რი­ლი 22 წლის ლუკა გერ­სა­მია სა­დარ­ბა­ზო­ში ნა­ხეს.

ცოლ-ქმა­რი, თეკ­ლა გერ­სა­მია და ლუკა და­რა­სე­ლია ამა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში, მე-6 სარ­თულ­ზე, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ცოლ­მა ქმა­რი მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, სა­დარ­ბა­ზო­ში დაჭ­რა.

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ცოლ-ქმა­რი მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, სა­დარ­ბა­ზოს უჯრედ­ში, დღემ­დე ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

2025 წლის 24 აგ­ვის­ტოს, "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის დედა ილო­ნა ლეჟა­ვა ამ­ბობ­და, რომ 22 წლის ბიჭ­მა, თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თა­ვად მი­ი­ყე­ნა და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა.

"სა­დარ­ბა­ზო­ში იყო და თვი­თონ ჩა­ირ­ტყა ეს დანა და თეკ­ლამ გა­მო­აძ­რო დანა. მერე თეკ­ლა გა­ვარ­და, მიჰ­ყავ­და მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი, რომ სას­წრა­ფომ­დე ჩა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვე­ღარ ჩა­იყ­ვა­ნა კი­ბე­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ გა­ი­თი­შა. გა­ვარ­და გა­რეთ, სას­წრა­ფო მო­იყ­ვა­ნა და კლი­ნი­კა­შიც კი გაჰ­ყვა. გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და“, - უთხრა მან "ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას". ამ ვერ­სი­ას იმე­ო­რებს დღემ­დე ბრალ­დე­ბუ­ლიც.

თეკ­ლა გერ­სა­მი­ას დედა ასე­ვე ჰყვე­ბო­და, რომ მის­მა შვილ­მა ქმარ­თან ხელი იძუ­ლე­ბით მო­ა­წე­რა:

"ეგე­ნი ერ­თად არ ცხოვ­რობ­დნენ. ამ ბიჭს უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და ცდი­ლობ­და, მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო და თეკ­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მერე ისე მოხ­და, რომ ხელი მო­ა­წე­რა, იმი­ტომ, რომ ამას [22 წლის ბიჭს - რედ.] ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ვა­ლე­ბი და რა­ღა­ცე­ბი... გვა­რის შეც­ვლა მინ­დაო, ასე ეუბ­ნე­ბო­და, იმი­ტომ, რომ თეკ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და წას­ვლას და პას­პორ­ტიც კი წა­არ­თვა თეკ­ლას, იმი­ტომ, რომ არ გა­მე­პა­როო. სულ იმუქ­რე­ბო­და, რომ თავს მო­ვიკ­ლა­ვო, ხე­ლებს ისე­რავ­და, რას აღარ შვრე­ბო­და იმის­თვის, რომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ემოქ­მე­და თეკ­ლა­ზე".

ფაქ­ტობ­რი­ვად, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა ილო­ნა ლეჟა­ვამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე

განაგრძეთ კითხვა