"ეს თითქმის არავინ იცის, მაგრამ.... ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო" - მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"ეს თითქმის არავინ იცის, მაგრამ.... ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო" - მიხეილ სააკაშვილი

"ეს თითქმის არავინ იცის, მაგრამ 2005-ში როცა გადავწყვიტე ტურიზმის სწრაფი განვითარება, ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო (ე.ი. საათის ერთი საათით წინ გადაწევა აღარ იყო საჭირო), რაც გარდა იმისა, რომ ქართველების ჯანმრთელობისთვის იყო კარგი, ასევე უადვილებდა ევროპელ და უკრაინელ ტურისტებს ზაფხულში საქართველოში გადაწყობას", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ასე მაგალითად, მას შემდეგ რაც გუშინ ევროპელებმა საათი გადაწიეს, მათ და ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ 2 საათია, ხოლო უკრაინასთან ქართველებს ერთი საათიღა რჩებათ განსხვავება. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ ქოცებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლიათ", - წერს სააკაშვილი.