"კუბა ბლოკადის გამო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა - რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება" - დიმიტრი პესკოვი - კვირის პალიტრა

"კუბა ბლოკადის გამო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა - რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება" - დიმიტრი პესკოვი

ბლოკადის გამო კუბა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება და ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გავაგრძელებთ მუშაობას. ვიმეორებ, ის სასოწარკვეთილი სიტუაცია, რომელშიც კუბელები ახლა იმყოფებიან, რა თქმა უნდა, გულგრილს ვერ დაგვატოვებს, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა რუსეთი კუბისთვის ენერგომომარაგებას.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა