უდედოდ გატარებული ბავშვობა, ურთიერთობა ცირკის მსახიობ მამასთან, სამი შვილი და მესამე ქორწინებაში ნაპოვნი ბედნიერება - ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილის, კრისტინა ორბაკაიტეს ისტორია
ძალიან დიდხანს, კრისტინა ორბაკაიტე პრიმადონას - საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავ ალა პუგაჩოვას ერთადერთი ქალიშვილი იყო და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონაც. მას მერე, რაც პუგაჩოვა მაქსიმ გალკინს გაჰყვა ცოლად, უკვე ზრდასრულ და სამი შვილის დედა კრისტინას დედამ ტყუპი და-ძმა შესძინა. კრისტინა ერთადერთი აღარაა, ის უკვე ალას უფროსი ქალიშვილია. დედას ხშირად ნახულობს, დაბადების დღეზეც ესტუმრა კვიპროსზე, თავადაც ძაან ბედნიერია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო...
ცხოვრება დედის ჩრდილშიკრისტინა ორბაკაიტე 1971 წლის 25 მაისს, მოსკოვში დაიბადა, ალა პუგაჩოვასა და ცირკის მსახიობ მიკოლას ედმუნდას ორბაკასის ოჯახში. ჰყავს უმცროსი ნახევარძმა, ფაბიანას ორბაკასი.
ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანელი ფონ ორბახების ოჯახიდან იყო, მაგრამ ომის დროს მისი ბაბუა, რომელიც პოლონელ ქალზე დაქორწინდა და ნაცისტებს ებრძოდა, იძულებული გახდა გერმანული გვარი, ორბახი, ლიტვური ორბაკასით შეეცვალა.
მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ორი წლის იყო, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

მშობლების დატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო, ორბაკაიტე იშვიათად ხედავდა მათ. სკოლის დაწყებამდე ბავშვობის უმეტესი ნაწილი ლიეტუვაში გაატარა ორბაკასის მშობლებთან, ბალტიის ზღვისპირა სოფელ შვენტოიში (ახლანდელი პალანგას ნაწილი) და პუგაჩოვას მშობლებთან მოსკოვში. დედის მხრიდან ბებიის, ზინაიდა არკიპოვნას მეთვალყურეობის ქვეშ, ის ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა და ბალეტის სკოლაში დადიოდა. დედას ხშირად ვერ ხედავდა და ენატრებოდა ხოლმე.

პირველად ტელევიზიით 1978 წელს გამოჩნდა გადაცემაში „ვესიოლეე ნოტკი“, სადაც იმღერა.თერთმეტი წლის ასაკში კი როლან ბიკოვის საკმაოდ წარმატებულ ფილმში, "საფრთხობელა", მთავარი როლი შეასრულა და საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა.ფილმის პრემიერის დროს შეერთებულ შტატებში, ორბაკაიტეს შესრულებამ ამერიკელი კინოკრიტიკოსებიც აღაფრთოვანა. Los Angeles Times-მა თავის მიმოხილვაში ორბაკაიტი მერილ სტრიპს შეადარა.
კრისტინა მსახიობობაზე მეტად, მაინც სიმღერით დაინტერესდა, თუმცა ყოველთვის იხსენიებდნენ როგორც ალას შვილს და იყო ასე თუ არა, ყოველთვის დადიოდა ხმები, რომ ალას გავლენით მიაღწია ყველაფერს.
თუმცა ფაქტია, დღეს ის დამოუკიდებელი მომღერალია, ესტრადის ვარსკვლავია საკუთარი მდიდარი რეპერტუარით.