როდესაც გაბრიელ გარსია მარკესი თავის ცნობილ რომანზე მუშაობდა, მისმა მეუღლემ ოჯახის სარჩენად ყველა ძვირფასეულობა გაყიდა და ქმრის მხარდაჭერა გადაწყვიტა - მერსედეს ბარჩისა და მარკესის სიყვარულის შთამაგონებელი ისტორია - კვირის პალიტრა

როდესაც გაბრიელ გარსია მარკესი თავის ცნობილ რომანზე მუშაობდა, მისმა მეუღლემ ოჯახის სარჩენად ყველა ძვირფასეულობა გაყიდა და ქმრის მხარდაჭერა გადაწყვიტა - მერსედეს ბარჩისა და მარკესის სიყვარულის შთამაგონებელი ისტორია

2023 წლის მარტში ცნობილი რომანების ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი 96 წლის გახდებოდა. მწერლის მთავარი მუზა მისი მეუღლე, მერსედესი იყო, რომელიც მარკესს არა მხოლოდ შთაგონებას აძლევდა, არამედ მთელი ცხოვრება მხარს უჭერდა.

მერსედესი და გაბრიელი პირველად ერთმანეთს ბოლივიის ქალაქ სუკრეში შეხვდნენ. მაშინ გოგონა 9 წლის იყო, მარკესი კი - 14-ის. მათი მამები ახლო მეგობრები იყვნენ, ამიტომაც არდადეგებს ერთად ატარებდნენ. როგორც ცნობილია, გაბრიელი მერსედესის სილამაზით მაშინვე მოიხიბლა. როდესაც გოგონას 13 წელი შეუსრულდა, სასკოლო ცეკვის დროს ხელი გაუწოდა და მწერალმა ზუსტად იცოდა, რომ ეს მეტაფორა ერთ დღეს რეალურ ცხოვრებაშიც ახდებოდა.

1-1678222625-1774876127.jpg

როდესაც მარკესი ევროპაში გაზეთის კორესპონდენტად წავიდა, მერსედესს წერილებს რეგულარულად სწერდა. თუმცა, ეს წერილები წყვილმა თავად გაანადგურა, რადგანაც პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.

1958 წელს წყვილი კოლუმბიაში დაქორწინდა, თუმცა მალევე ვენესუელაში გაემგზავრნენ, სადაც მარკესი ჟურნალში მუშაობდა. 60-იან წლებში ოჯახი ორი მცირეწლოვანი ვაჟით მეხიკოში ცხოვრობდა. იმ დროისთვის, მწერალს 4 წიგნი ჰქონდა დაწერილი, თუმცა ამის შესახებ ბევრმა არავინ იცოდა. თუმცა, ერთ დღეს, აკაპულკოსკენ მიმავალ გზაზე მარკესი მიხვდა, რომ უკვე მზად იყო, დაეწერა რომანი, რომელსაც 18 წლის ასაკიდან გეგმავდა.

3-1678222640-1774876152.jpg

როგორც ცნობილია, მწერალი მარტოობას ითხოვდა, რომ მთლიანად ჩართულიყო წერის პროცესში. მერსედესი ბავშვებს უვლიდა. იმ პერიოდში მან ტექნიკა, სამკაულები, მანქანა გაყიდა, რომ თავი ერჩინათ. ქალმა მოგვიანებით ისიც გაიხსენა, რომ ბინის ქირის ფული თვეობით მეგობრებისგან ჰქონდა ნასესხები.

18 თვის შემდეგ რომანი უკვე მზად იყო. თუმცა, ოჯახს ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა. საბედნიეროდ, "მარტოობის 100 წელი" გამოსვლისთანავე ნამდვილ ჰიტად გადაიქცა და 50 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მერსედესს არასოდეს გაუპროტესტებია, რომ მისი მეუღლე დიდ დროს მხოლოდ წიგნზე მუშაობას უთმობდა და ოჯახს შემოსავალი აღარ ჰქონდა. იგი ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, სადაც არ უნდა წასულიყო, მეხიკოში, ბოგოტაში, ნიუ-იორკსა თუ ბარსელონაში.

განაგრძეთ კითხვა