გაძვირდება თუ არა პური?!
ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში შესაძლოა, პირველადი მოხმარების პროდუქცია კიდევ გაძვირდეს. ერთ-ერთი კი მათ შორის, არის მასობრივი წარმოების პური.
როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაახლოებით, 50 თეთრით მოიმატა. ამასთან, უკვე 1-ელი აპრილიდან ძვირდება ელექტროენერგიის ტარიფიც.
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მასიური წარმოების პურზე ფასის ზრდა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენთვის, პურის მწარმოებლისთვის უფრო მტკივნეულია ბუნებრივი აირის ტარიფი, ელექტროენერგიის ტარიფზე დიდად დამოკიდებულები არ ვართ. თან ბოლო პერიოდში ხორბლის ფასმაც დაიკლო და ამიტომ, დანამდვილებით გეტყვით, რომ ჯერჯერობით პური არ გაძვირდება.
რაც შეეხება საწვავის ღირებულებას, ეს კი მოქმედებს პურის თვითღირებულებაზე, თან მაშინ, როდესაც დღეში ზოგიერთ მაღაზიას 3-ჯერ ვაწვდით პურს, მაგრამ საწვავზე მეტად ჩვენ მერიის ჯარიმები უფრო გვახრჩობს. ძალიან დიდი მოცულობის ჯარიმები აქვთ კომპანიებს."