"ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა... გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო" - გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა
გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. "გურიანიუსის"ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს მოხდა.
"რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”.წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის "მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.